არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცესკო-ს დღევანდელი სხდომის

მიმდინარეობისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოაცხადა. მეორე ტური მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში გაიმართება. ამ
ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა.

ქუთაისში მეორე ტურში მონაწილეობას “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები მიიღებენ. “ნაციონალური მოძრაობამ” უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე, თუმცა ეს არჩევნების ჩატარებას ხელს პროცედურულად არ უშლის, რადგან მერობის კანდიდატებს კანდიდატურის მოხსნა უკვე აღარ შეუძლიათ.

მარტვილშის ერთმანეთს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი მამუკა დანელია დაუპირისპირდებიან.

პირველ ტურში ამომრჩველეთა საკმარისი ხმები ვერ დააგროვეს მერობის კანდიდატებმა ბორჯომშც. აქ ერთამანეთს “ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან ლიპარტია და “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი”ზაზა ჩაჩანიძე დაუპირისპირდებიან.

ყაზბეგის მერობისთვის კი “ქართული ოცნების” კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” კანდიდატი სანდრო ყამარაული იბრძოლებენ.

ოზურგეთში მეორე ტური “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს შორის გაიმართება.

ხაშურში მეორე ტურში მონაწილეობას “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მიიღებენ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *