ცენტრალური საარჩევნო კომისია 21 ოქტომბრის
თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს. დღევანდელ სხდომაზე კომისია არჩევნების მეორე ტურსაც დანიშნავს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები:
საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება;
საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება;
განკარგულება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის მეორე ტურის დანიშვნის შესახებ;
დადგენილება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ;
დადგენილება “მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე;
დადგენილება “მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.