ცესკოში სხდომა 16:00 საათზეა დაინიშნული.
სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება
განკარგულება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის მეორე ტურის დანიშვნის შესახებ;
დადგენილება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ;
დადგენილება “მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე;
შეგახენებთ, ქუთაისში მერობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50 პროცენტიანი ზღვარი. მეორე ტურში მონაწილეობას კი შედგების მიხედვით “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები მიიღებენ. “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა” გრიგოლ ვაშაძემ უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე, თუმცა ეს არჩვენების ჩატარებას ხელს პროცედურულად არ უშლის, რადგან მერობის კანდიდატებს კანდიდატურის მოხსნა უკვე აღარ შეუძლიათ.
მეორე ტური გაიმართება მარტვილშც, სადაც ასევე “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები იქნებიან ბიულეტენებში წარმოდგენილი.
პირველ ტურში ამომრჩველეთა საკმარისი ხმები ვერ დააგროვეს მერობის კანდიდატებმა ბორჯომშც. აქ ერთამანეთს “ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.