ქუთაისში არჩვენების მეორე ტური,”ნაციონალური მოძრაობის” უარის მიუხედავად,
მაინც ჩატარდება. #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პროცედურებს განმარტავს.
“მეორე ტური კანონმდებლობით არჩევნებიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა უნდა გაიმართოს. დაახლოებით 15 ნომებერია ბოლო ვადა. მეორე ტურის არჩევნების დღეს დანიშნავს ცესკო. თუ უარი თქვა რომელიმე კანდიდატმა არჩევნები მაინც გაიმართება. საარჩევნო ბიულეტენში ისევ 2 კანდიდატი იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორე კანდიდატს აქვს შესაძლებლობა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ასეთ რაიმეს სააღცევნო კოდექსი არ იცნობს. თავისთავად ცხადია, მას არ შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა არჩევნებიდან”,- განაცხადა #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობა” მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. განცხადება პარტიის გადაწყვეტილების შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პარტიამ ერთსულოვნად მიიღო.