“ნაციონალური მოძრაობა” მეორე ტურში მონაწილეობას
არ მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. განცხადება პარტიის გადაწყვეტილების შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პარტიამ ერთსულოვნად მიიღო.