“ჩვენ ვთლით, რომ

ივანიშვილის მიერ შექმნილ თამაშში მონაწილეობას აზრი არ აქვს”,- ასე ხსნიან “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრები თავიანთ გადაწყვეტილებას მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

გიგა შუშანია ამბობს, რომ არჩევნების საბოლოო შედეგებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ აპირებენ. ” ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ თამაშში მონაწილეობას აზრი არ აქვს. არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია მივცეთ საბოლოო შედეგებს. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება და მეორე ტურს ბოიკოტი გამოვუცხადეთ”, – ამბობს გიგა შუშანია.

კითხვაზე, ხომ არ აპირებენ “ნაციონალურ მოძრაობაში” უარი თქვან საკრებულოს მანდატებზე?- გიგა შუშანია გვპასუხობს:

“რაც შეეხება საკრებულოებს, ჩვენ ვიქნებით საკრებულოებში, პარლამენტშიც და ქუჩაშიც. კონსტიტუციით მონიჭებულ ყველა უფლებას გამოვიყენებთ, რათა მთავარი ამოცანა. ამ ხელისუფლების გაშვება უმოკლეს ვადებში უზრუნველვყოთ”,- განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისში, ახალ საკრებულოში,  “ნაციონალური მოძრაობიდან, სავარაუდოდ, ბესიკ ბრეგაძე, გიორგი უკლება, ვლადიმერ კლდიაშვილი და გრიგოლ შუშანია მოხვდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *