ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროს 60 ოჯახი ბუნებრივი აირით იასარგებლებს.

multicat=36

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მაღრაძემ გიორგი თაბუკაშვილის ოჯახში გაზი სიმბოლურად აანთეს.

ხარაგაულში 1300 აბონენტია გამრიცხველიანებული, წლის ბოლომდე კი კიდევ 6 სოფლის გაზიფიცირება იგეგმება.

ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი განახორციელეს.

,,სოფელ ლახუნდარაში გზის 5 კმ. – იანი მონაკვეთი მოასფალტდა, პროექტის ღირებულება 750 000 ლარს შეადგენს. სოფელ ხიდარში კი სკოლამდე მისასვლელი გზა რეაბილტირდა. ასევე, გზის მოასფალტების სამუშაოები უკვე დასრულებულია სოფელ ვარძიის პირველ უბანში,”-აცხადებენ გუბერნიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

პროექტის ფარგლებში გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა უბანში შესასვლელ ხიდსაც. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 60 323 ლარით დაფინანსდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *