“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ

ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. ვაშაძე განმარტავს, რომ როდესაც მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ, საპატრულო პოლიციის გარდა, სტიქიის ადგილზე არც ერთი სამსახური იმყოფებოდა.

,,შტაბში შეუწყვეტლივ შემოდიოდა ზარები, მოქალაქეები შველას ითხოვდნენ. გაუწმენდავმა არხებმა და სანიაღვრე სისტემებმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. სრული კატასტროფაა, როდესაც ადამიანებს პირადი ქონება უზიანდებათ. სტიქიის ადგილზე პატრულის გარდა არც ერთი სამსახური იყო. დიდი მადლობა რიგითი მოქალაქისაგან პატრულს,”-აღნიშნა ვაშაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს შეაფასებს, ქუთაისის მერია კი კომპენსაციაზე უნდა დაფიქრდეს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *