“პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტში ისეთი მუხტი შეიტანა, რომელიც აქამდე არ ყოფილა,”-პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ბახტაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ბახტაძემ წინასაარჩევნო დაპირებებზე ისაუბრა და სამპუნქტიანი გეგმაც წარმოადგინა. მერობის კანდიდატის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში უნდა აღმოიფხვრას კორუფცია და მოიხსნას ბარიერი მოქალაქესა და თანამდებობის პირს შორის.
ბახტაძე განმარტავს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” მთავარი მიზანი ცენტრალური ხელისუფლებისაგან ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნაა. კანდიდატი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება პარტიას ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას არ მისცემს.
შეხვედრაზე გრიგოლ ბახტაძემ კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესის შესახებაც ისაუბრა.
,,ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებზე გამავალი თანხა 650 მილიონიდან 4 მილიარდამდე გაიზარდა. ეს თანხა ეკონომიკას არაფერში ადგება. ონლაინ კაზინოები არც მოგების გადასახადს იხდიან და არც სამუშაო ადგილებს ქმნიან,”-განაცხადა ბახტაძემ.
შეხვედრა, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, “საარჩევნო მედიაცენტრის” პროექტის ფარგლებში გაიმართა.