ქუთაისის # 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატთა
წარდგენის ვადა, დღეს 18 საათზე დასრულდა. კომისიის ინფორმაციით ამ დროისთვის ქუთაისის მერის არჩევნებისთვის 9 კანდიდატია რეგისტრირებული. არც ერთმა პარტიამ ქალი მერობის კანდიდატი არ წარადგინა.
კნდიდატთა სია კი ასე გამოიყურება:
“შენების მოძრაობა” – ალუდა გოგლიჩიძე
საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო” – ზვიად ბაღდავაძე
“პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი – ირმა ინაშვილი” – გრიგოლ ბახტაძე
“საქართველოს ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი” – სამსონ გუგავა
“ქართული ოცნება” – გიორგი ჭიღვარია
ახალი ქრისტიან-დემოკრატები – გიორგი გოგელაშვილი
საარჩევნო ბლოკი ენმ – გრიგოლ ვაშაძე
საარჩევნო ბლოკი “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო”– გიორგი წულაია
საარჩევნო ბლოკი “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართელო” – დავით გოგისვანიძე.
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი– აკაკი ლოლომაძე – ამ კანდიდატის მონაცემებს საოლქოში ამოწმებენ
საოლქო კომისია დღეიდან დაიწყებს წარდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმებას და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, სუბიექტებს ხარვეზის გასასწორებლად, ორი დღე მიეცემათ, რის შემდეგაც მოხდება, საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებად წარდგენილი წევრების საბუთების შემოწმება და რეგისტრაციაში გატარება.