ქუთაისის მერობის კანდიდატებმა საოლქო კომისიაში განაცხადების შეტანა
დაასრულეს. გუშინ დასრულდა არჩევნებში მონაწილე პარტიული სიებისა და კანდიდატების წარდგენის ვადა.
“წმინდა სამართლებრივად საოლქო კომისიაში შეტანილია განაცხადი და დარეგისტრირებული ვარ როგორც კანდიდატი. პოლიტიკურად წარგდენა ალბათ ამ დღეებში იქნება”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას სამსონ გუგავამ.
რაც შეეხება მაჟორატორბის კანდიდატებს:
ავტოქარხანა (01) – ზურაბ მელაძე
ავტოქარხანა (02) – გაგი ახალაძე
გამარჯვება – გიორგი ღვინიანიძე
ვაკის უბანი -ავანგარდი – მირზა ბრეგაძე
ნიკეა – ირაკლი კიკვაძე
ძელქვიანი – ნელი ცაბაძე
უქიმერიონი – მერაბ ჭუმბურიძე
კახიანოური – დავით სოფრომაძე
ქალაქ-მუზეუმი – გოჩა ნიკოლაძე
საფიჩხია – ნუგზარ ლომაშვილი
სამსონ გუგავა ამბობს, რომ კანდიდატების ოფიციალურად წარდგენას ხელი მმართველი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი უშლის. ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად მათ თანხები არ აქვთ.
“ერთი თეთრიც არ გაგვაჩნია არც შემოწიურობის სახით. კანონი იძლევა საშუალებას არჩევნების წინ აიღონ სესხი, თუმცა არცერთმა ბანკმა არ გასცა ჩვენს პარტიაზე სესხი. იპოთეკის სახით ვდებდით პარტიის ცენტრალურ ოფისს თბილისში, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, თუმცა არ მოგვცეს საშუალება, რომ წინასაარჩევნოდ გვქონოდა მცირედი ფინანსები მაინც”, – განაცხადა რადიო ძველ ქალქთან” საუბრისას სამსონ გუგავამ.
სულ ქუთაისის მერობისათვის 10 კანდიდატი იბრძოლებს.