გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი
ნატო ქათამაძე მოსახლეობას ამავე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატებს თავად გააცნობს, – ამის შესახებ დეპუტატმა დღეს თავად განაცხადა.
“დავპატიჟებ ყველა პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს და მათ წარვუდგენ ამომრჩეველს და მათ გადაწყვიტონ ვინ არის ღირსეული. არცერთის მიმართ არ ვიქნები არც უარყოფითად და არც კარგად განწყობილი. იმედია ყველა მოვა. ასე დაინახავს მოსახლეობა გამარჯვების შემთხვევაში თუ ისეთივე ყოჩაღი იქნება კანდიდატი საკრებულოში, როგორც შეხვედრაზე მიკროფონთან”- განაცხადა ნატო ქათამაძემ.
ნატო ქათამაძე ამ ინიციატივის განხორციელებას, 11 ოქტომბერს, ზასტაველობის დღესასწაულზე გეგმავს.