დღეს “შენების მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ალუდა გოგლიჩიძემ, ჟურნალისტებთან
არაფორმალურ გარემოში შეხვედრა გამართა. მან მედიის წარმომადგენლებთან ქუთაისში არსებულ პრობლემებსა და საარჩევნო პროგრამზე ისაუბრა.
” ზუსტად იმის გამო, რომ ქუთაისის პოლიტიკაში დავრჩები ძალიან აქტიურად, ამის ყველაზე კარგი დადასტურებაა, რომ მე ვიქნები სიის პირველი ნომერი. ჩვენ უნდა ვესაუბროთ არა მარტო ჩვენს ამომრჩევლებს, არამედ მთელს მოსახლეობას. ქალაქში ბევრი პრობლემაა და თუ მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე, ან სხვა რომელიმე ცალკეულ პრობლემაზე ვისაუბრებთ, არაფერი გამოვა. ჩემი ამოცანა რაღაც პოზიციის დაკავება არ არის, ჩემი ამოცანაა ქუთაისის გამოცოცხლება.”-განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ ალუდა გოგლიჩიძე ქუთაისის მერობის კანდიდატად შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, 28 აგვისტოს წარადგინა.