პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი
წულაიამ ქალაქში, თეთრ ხიდთან აქცია გამართა.
წულაიამ ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა.
” გავრცელდა ინფორმაცია რომ ტურისტების უმრავლესობა საქათველოში, მათ შორის ქუთაისში მეორედ ჩამოსვლას აღარ აპირებს, რადგანაც ძალიან ცუდი პირობები დახვდათ. აი,მაგალითად, ის ადგილი, სადაც ტურისტების ბუმია, ნახეთ, რა მდგომარეობაშია,მოუწესრიგებელი,განადგურებული. “თეთრი ხიდი”განსაკუთრებულად არის დაზიანებული.მივმართავ ადგილობრივ ხელისუფლებას,სანამ ათი ათასობით ლარი დაჭირდება მის რეაბილიტაციას, მოდით და გააკეთეთ,”-განაცხადა გოგი წუალიამ.
გოგი წულაიას განცხადებას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ უპასუხა. ჯავახიამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ბრიფინგს კონცერტი უწოდა.
“თითქმის ყველა თემა, რაც გოგი წულაიამ თავის სასრგებლოდ გამოიყენა მოქალქეების მოტყუებისკენ იყო მიმართული და გასართობ შოუებზე გათვლილი, რადგან ლოკაციები, სადაც ის მივიდა და ,,კონცერტი” მოაწყო წლევანდელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არის გათვალისწინებული,”-განაცხდა ზვიად ჯავახიამ.