თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ართვინის დელეგაცია ქუთაისის მერიაში იმყოფებოდა.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, თურქეთის ქალაქ ართვინის მერს მეჰმედ ქოჯათეფეს უმასპინძლა.
ქოჯათეფე აგრეთვე ევროპის საბჭოში, ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლების პალატის წარმომადგენელია. სტუმრებს შორის იყვნენ ასევე ართვინის საკრებულოს დეპუტატები. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, დაიგეგმა მომავალი ურთიერთ თანამშრომლობა.
მომავალი თანამშრომლობა დაიგეგმა ასევე, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს, მეორე საჯარო სკოლას და ართვინს შორის.