მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში გაიმართა,
ის სოციალურ ქსელში დაიგეგმა. აქციაზე მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ის სიტუაცია, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში რუსეთთან დამოკიდებულებაში და რუსეთის მხრიდან.
“მე პროტესტს ვუცხადებ რუსულ პოლიტიკას, რომელასაც არ უნდა გაიზროს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. მოვუწოდებ საქართველოს და ქუთაისელებს გამოვფხიზლდეთ, დავაფიქსიროტ ჩვენი აზრი. არა რუსეთს!”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარინე დანელიამ.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ქმედიტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. “კარგია “მაკდონალდსის” გახსნა, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლებს მოვუწოდებტ, არა მხოლოდ ლენტის გაჭრებიტ დაკავდნენე, არამედ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა”, – აცხადებედნენე აქციის მონაწილეები.
აქციაზე იმყოფებოდნდნ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები.
“გუშინ გავცრელდა ინფორმაცია, რომ კაზაკები დგებიან ე.წ. საზღვარზე. მოვუწოდებ ყველა ქუთაისელს, ყველა ქართველს დავდგეთ ერთად.რათა ერთად გავაპროტესტოპთ რუსული ოკუპაცია. ერთად ვუთხრათ არა ოკუპაციას”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის წვერმა” ნიკა ნარსიამ.
ქუთაისში აქცია ახალი “მაკდონალდისის” გასხნის პარალელურად გაიმართა.
დღეს აქცია იმართება აგრეთვე საოკუპაციო ხაზთან ბერუშეთში. ამ დროისათვის, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა. ადგილზე გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები, პოლიციელებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კორდონი გააკეთეს.
მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა. ბერუშეთში კიდევ ერთი აქცია დღეს 20:00-ზე გაიმართება.