“ევროპული საქართველო” ქუთაისში მერობის
კანდიდატის წარდგენას ივლისის ბოლოს გეგმავს. პარტიის წევრი დავით გოგისვანიძე რადიო ძველ ქალაქთან” საუბრისას აცხადებს, რომ ჯერ ისევ კონსულტაციები მიმდინარეობს.
“ცენტრალური ოფისის წარმომადგნელები ჩამოვლენ და თვის ბოლოს ალბათ გაგცემთ პასუხს თქვენ და საზოგადოებას თუ ვინ იქნება მერობის კანდიდატი. შემდეგ მერობის კანდიდატი წარუდგენს მოსახლეობას უბნებში მაჟორიტარობის კანდიდატებს და დაიწყება უშუალოდ საარჩევნო პროცესი”,- განაცხადა დავით გოგისვანიძემ.
“ევროპულმა საქართველომ” მერობის კანდიდატები უკვე დაასახელა თბილისსა და ზუგდიდში. პარტიამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლელა ქებურია დაასახელა. თბილისში – ელენე ხოშტარია.
კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა ქუთაისში მერობის კანდიდატად ქალბატონის დასახელებას პარტიაში გვპასუხობენ: “ვნახოთ როგორი იქნება ჩვენი არჩევანი. თუ მერობის კანდიდატი არ იქნება ქალბატონი, საკრებულოში მაინც იქნება ძალიან ფართოდ წარმოდგენილი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული პოლიტიკაში, ქუთაისის ცხოვრებაში”, – განაცხადა დავით გოგისვანიძემ.
ჯერჯერობით ქუთაისში მერობის კანდიდატი არცერთ პარტიას არ დაუსახელებია.