ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე სკვერში კაფე-ბარის მშენებლობასთან დაკავშირებით
ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლაშა შალამბერიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს როგორც ბიზნესმენის ასევე მოსახლეობის აზრი და კაფე სკვერში არ უნდა აშენდეს.
“ჩვენთვის გასაგებია, რომ ბიზნესს დახმარება სჭირდება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მოსახლეობის ხარჯზე. მერიამ უნდა შესთავაზოს მათ ალტერნატიული ფართი, სადაც არ დაზარალდება მოსახლეობა.”-განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.
ლაშა შალამბერიძემ ასევე განმარტა, რომ მოსახლეობამ მიმართა მერიას განცხადებით, სადაც ისინი ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონების მოწყობას ითხოვდნენე, რაზეც მერიიდან უარი მიიღეს.
ქუთაისის მერიაში კი ამბობენ, რომ მათ ნებართვა მხოლოდ კაფე-ბარის მშენებლობისთვის გასცეს.
“სკვერის ფუნქციაც ეგ არის, რომ იყოს გასართობი ადგილი, ხოლო რაც შეეხება მოსახლეობის განცხადებას, ჩემთან არანაირი განცხადება ატრაქციონის გაკეთებასთან დაკავშირებით არ შემოსულა,”-თქვა მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საუბარია კაფე-ბარ “ფლამინგოს” ადგილის შენაცვლებასთან დაკავშირებით, რომელის ადგილა, თამარ მეფის ქუჩაზე, კინო “საქართველოს” ავტო-პარკინგი განთავსდება.