პოლიტიკური პარტიების განცხადებებს, რომ ქუთაისი რაგბის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატს
მოუწესრიგებელი შეხვდა ქუთაისის ადგილობრივ თავითმმართველობაში პასუხობენ. როგორც მერიაში განმარტავენ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს:
“კანონის სრული დაცვით და ყველა სეგმენტის გათვალისწინებით ხდება ინფრასტრუქტურის მოწყობა ქუთაისში. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, დაიგო პირველი ფენა და უამინდობის გამო ვერ მოხერხდა მეორე ფენის დაგება, თუმცა გზა მოწესრიგებულია და გავლადია. ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლების ,, გაერთიანებული აჟიოტაჟი” პოლიტილური პოპულიზმია”, – ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსნებთ, დღეს “აია არენასთან” მისავლელი გზის მოწყობის სამუშაოების ვადები “ნაციონალური მოძრაობისა და “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგნელებმა გაააპროტესტეს.