არასამთავრობო ორგანიზაიცა “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” ორგანიზებით
საქართველოში იწყება კამპანია “თანასწორობა იგებს”, რომელიც მიმართულია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის იდეის პოპულარიზაციასა და ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად მამაკაცების მხრიდან.
პირველი დისკუსია 6 ივნისს, 15 საათზე გორში, ტელეკომპანია “თრიალეთის” ოფისში მოქმედ გენდერის მედიაცენტრში გაიმართება. შეხვედრას გახსნის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დირექტორი ჯერომ ლეღო და ჟურნალისტთა ქსელის კოორდინატორი ინგა ალავიძე. დისკუსიას წარუძღვება გორის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი ნათია ომაძე. სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი გოგა აფციაური და გორის დემოკრატიის სკოლის დირექტორი ზაზა ჭიპაშვილი, რომლებიც ისაუბრებენ მამაკაცების როლზე, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობის საქმეში.გორის შემდეგ შეხვედრები გაიმართება ყველა იმ ქალაქში, სადაც გენდერის მედიაცენტრები ფუნქციონირებს, მათ შორის ქუთაისში.
კამპანია იმართება პროექტის “თანასწორობა იგებს” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” აშშ განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.