“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისში იმ ინფრასტრუქტურული
სამუშაოების ხარისხი და შესრულების ვადები გააპროტესტა, რომლიც სარაგბო კლუბ “აია არსენასთან” მიმდინარეობს. პარტიაში აცხადებენ, რომ ქალაქი რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს მოუმზადებელი შეხვდა.
“სტადიონის მიმდებარე ტერიტორია მიმდებარე ინფრასტრუქტურა სავალალო დღეშია. ხელისუფლებამ თავი ვერ მოაბა ახალი სტადიონების მშენებლობას , რაც ზარზეიმით დაანონსდა. ქალაქის მერიამ ვერ უზრუნველყო შესაბამისი პირობების შექმნა. ეს ჩემპიონატი იყო შანსი უამრავი სპორტსმენის, ჟურნალისტის, გულშემატკივრის, სტუმრების თვალში ღირსეულად წარმოგვეჩინა ჩვენი ქალაქი რაც ვერ მოხერხდა. არა და ამაზე 636 ათასი ლარი დახარჯა ჩვენმა ხელისუფლებამ,”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ჯუმბერ შაშიაშვილმა.
მოედნამდე მისასვლელი გზას ტედნერში გამარჯვებულიკომპანია “ვორდ გლობალ ალიანსმა” აკეთებს. სამუშაოების მიხედვით, კომპანიამ 10 500 კვ-მ ასფალტო-ბეტონი უნდა დააგოს, ასევე მოაწყოს მწვანე ზოლი, საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები. ტენდერის მიხედვით, ასევე გაკეთდება 5000 მ ბორდიური და 2 000 კვ.მ გამწვანების ზოლი.
სამუშაოები ბოლომდე ჯერ დასრულებული არ არის.