“გირჩის” ქუთაისი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თემურ ცამციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
, რომ ქუთაისის მერია ”ტორპედოს” აუქციოზე გატანას აჭიანურებს და არ გამორიცხავს, რომ მაღალჩინოსნების პირადი ფინანსურ ინტერესი და კორუფციის ნიშნები იკვეთება.
“რამდენიმე წელია რაც ინვესტორმა დატოვა “ტორპედო” მას შემდეგ მას ადგილობრივი თვითმართველობა აფინანსებს, აქ საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე რომელსაც ქუთაისის მერია ხარჯავს და მაშინ როდესაც არსებობს ინვესტორი და ამ ადამიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მზად არის “ტორპედოში” ინვესტიცია დაახლოებით 5 მილიონი წელიწადში ამ ფონზე ადგილობრივი თვითმართველობა ვერ ახერხებს გუნდის გასხვისებას და მე ვფიქრობ, რომ აქ პირადი სხვა ინტერესები იკვეთება, რომლებიც ჩინოვნიკებზე გადის,”-განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
ქუთაისის მერიაში ამ თემასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ დასკვნა ორშაბათს, 24 აპრილს უკვე დადო, განსახილველად საკრებულოს გადაეცა და სავარაუდოდ, აუქციონის წესით გაიყიდება.
“სამხარაულის ექსპერტიზის მიერ განსაზღვრული იქნა “ტორპედოს რეალური ღირებულება, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ტორპედო უძრავ – მოძრავით ქონებით დაახლოებით 15 მილიონ ლარად შეფასდა,”-განაცხადა ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.