ჩერნობილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ გიორგი ჭიღვარიამ და ქუთაისის ვიცე–მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ, ჩერნობილელთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ჩერნობილში დაღუპულებს პატივი მიაგო ასევე, უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა.
ტრაგედიის დროს ჩერნობილში ქუთაისიდან 129 ადამიანი იმყოფებოდა, 25 მათგანი გარდაცვლილია. დაზარალებულებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მატერიალური დახმარების სახით 100 ლარი გადაეცემათ.