ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაული
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მიულოცა. ის ქუთაისში იმყოფება. მისი თქმით, ქუთაისის იმსახურებს გაცილებით მეტს ვიდრე დღეს არის. მან ქუთაისზე, როგორც საპარლამენტო ქალაქზე ისაუბრა. “მინდა ვისურვო, რომ ისეთივე სილაღე იყოს ქუთაისში, როგორიც დღეს არის. აქვე მინდა ვისურვო, რომ ქუთაისში დარჩეს პარლამენტი. ვინაიდან პარლამენტი ქუთაისისთვის ნიშნავს განვითარებას. პარლამენტი ქუთაისში ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკური ცენტრი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
დღეს ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა , რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი იქნება ქუთაისში და ეს რეგლამენტში გაიწერება. მაჟორიტარის განცხადებას ნიკა მელიამ უპასუხა, რომ “ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ პარლამენტი ხელისუფლებამ გადაიტანოს თბილისში. ახალი პროექტიდან გაქრა ჩანაწერი ქუთაისის, როგორც საპარლამენტოო ქალაქის ადგილსამყოფელი. ისინი ცდილობენ რეგლამენტით დაარეგულირონ ეს საკითხი და პარლამენტი, როგორც შენობა დარჩება ქუთაისს და ალბათ დროთა განმავლობაში ამასაც სტატუსს შეუცვლიან. პოლიტიკური ცენტრი უნდა იყოს ქუთასიში და მეტიც, სხვა ადმინისტრაციული ერთეულებიც უნდა გადმოვიდეს ქუთაისში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.