ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა ქუთაისში, ჯავახიშვილის
ქუჩაზე ხმაური მოყვა. საკრებულოს დეპუტატის ნატო ქათამაძის თქმით ბეზინგასამართი სადგური არა მესამე ზონაში, არამედ, მეორეში შენდება, რაც კანონდარღვევაა.
ნატო ქათამაძემ ასევე აღნიშნა რომ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, მას სასამართლოში სარჩელიც აქვს შეტანილი.
“სასამართლომ მიიღო წარმოებაში საქმე, ქუთაისის მერია არის მოპასუხე და ისინი ამ პროცესს წააგებენ. რუკა რომელიც მერის კაბინეტში იყო ჩამოკიდებული ქუჩების ჩამონათვალიც დაამატეს თუმცა ერთი მინიშნებით პირველი და მეორე ზონა დაწერეს, მესამე არ მიუთითეს,”- აცხადებს ნატო ქათამაძე.
ქუთაისის მერმა ნატო ქათამაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც საკრებულოს დარბაზში მერიის არქიტეტქურის სამსახურის უფროსმა, ბაქარ ჭეიშვილმა, სხდომათა დარბაზში ქალაქის განაშენიანების რუკა შემოიტანა
“ქალაქში პირველი, მეორე და მესამე ზონა 2008 წელს არის განსაზღვრული, ამის რუკაც არსებობდა, უბრალოდ ვიღაცამ სადაოდ გახადა, რომ თითქოს სხვა რუკა არსებობს, ამიტომ გამოვიტანეთ რუკა და ვანახეთ, ნუ რუკას აღქმა უნდა და არის პრობლემები როგორც ვხედავ. მასშტაბი და რაღაცეები ვერ გაიგო იქ ერთმა ადამიანმა,”-განაცხადა შოთა მურღულიამ.