არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” დამფუძნებელმა გია გოქაძემ
დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტში მომუშავე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა უარი თქვან თბილისის პარლამენტის შენობაში საქმიანობაზე, რადგან გოქაძის თქმით ეს არის კანონდარღვევა.
გია გოქაძემ ასევე აღნიშნა, რომ გამოეთიშა “ევროპა ჩვენი სახლია” პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე შექმნილ საინიციატივო ჯგუფს, მიზეზად კი ოპოზიციის როლთათ დაკავშირებული საკითხისამოღება გახადა.
“გუშინაც და დღესაც ირღვევა კონსტიტუციის 48-ე პრიმა მუხლი, სადაც გარკვეულად წერია თუ სად არის პარლამენტის ადგილსამყოფელი, საკომიტეტო მოსმენები, პარლამენტის აპარატის საქმიანობა მთლიანად თბილისშია გადასული, ამიტომ მოვუწოდებ პარლამენტში მომუშავე ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ღიად აცხადებენ დეკლარირებას ამ ნორმის დატოვებაზე და მხარს უჭერს პარლამენტის სრულ ფუნქციონირებას ქუთაისში, უარი განაცხადონ კანონდარღვევაზე და და საქმიანობა არ გააგრძელონ თბილისის პარლამენტის შენობაში,”-განაცხადა გია გოქაძემ.