ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა 2016 წლის ანგარიში წარადგინა.

 

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას თქმით ყველაზე მნიშვნელოვანი 2016 წელს ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება იყო.

“პირველ რიგში რასაც გამოვყოფდი ეს არის ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება და ასევე მომსახურების ის ახალი სტანდარტების დანერგვა, რომელიც ქუთაისის მერიაში დაიწყო.”-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

ანგარიშის წარდგენას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

” ზოგადად ფაქტს ანგარიშის წარდგენის დადებითად ვაფასებ. რაც შეეხება ხარჯების შემცირებას ნამდვილად ძალიან კარგია. მათ ასევე გაუსვეს ხაზი პრემიების ნაწილს, რაზეც ჩვენს კვლევაში გვქონდა საუბარი და ფაქტიურად დღეს დადასტურდა ჩვენს მიერ გაჟღერებული ციფრი 2016 წელს გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით,”-განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლელა მოწონელიძემ.

პრეზენტაციაზე მისულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქუთაისის მერიასთან აქტიური თანამშრომლობისთვის სერთიფიკატები გადაეცათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *