საკრებულო სხდომაზე საკითხი ქუთაისის ვიცე-მერმა
კონსტანტინე ქავთარაძემ წარადგინა.
ქავთარაძის განცხადებით 2016 წლის ბიუჯეტი ხარჯვით, ასევე შემოსულობის მხრივ შესრულებულია.
“მცირედი დარღვევა მოხდა მხოლოდ პრივატიზების გეგმის მხრივ, რადგან წლის ბოლოს გაყიდული მნიშვნელოვაბი ობიექტების თანხა 2017 ბიუჯეტში აისახა. ქუთაისის მერიამ წელს მილიონზე მეტი ღირებულების ქონება გაყიდა,”- განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ.
საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, რომ ქუთაისის მერიას არ ქონდა პრიორიტეტები სწორად განსაზღვრული და თანხების მუხლობრივი გადანაწილება ხდებოდა.