დღეს, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში “ევროპული საქართველოს” ადგილობრივმა წევრებმა “რუსთავი 2 “-ის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გამართეს
და ფლაერები დაარიგეს.მათ მოქალაქეებს მოუწოდენ, რომ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდნენ.
“რუსთავი 2 დღეს არის სიტყვის თავისუფლების, ზოგადად, თავისუფლების, დემოკრატიის და ქვეყნის განვითარების სიმბოლო. ვიდრე ამ ქვეყანაში ალტერნატიული აზრის გამოთქმა იქნება შესაძლებელი, ქვეყანას განვითარებას შანსი ექნება. მიუხედავად იმისა, რომ მოსწონს თუ არა ვინმეს რუსთავი 2, მოვუწოდებ თანამოქალაქეებს მოვიდნენ აქციაზე და მხარი დაუჭირონ სიტყვის თავისუფლებას”,- განაცხადა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა გია თევდორაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2 -ის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი 11 მარტს არის 14 საათზე თბილისში გაიმართება.