ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე “მაკდონალდსის” მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მაკდონალდსის” ცენტრალური ოფისს ერთობლივად წერილის მიწერენ, თუმცა ჯერჯერობით არ აქვთ დაზუსტებული განცხადების ტექსტი.
“ევროპული საქართველოს” წევრი გია თევდორაძე მიიჩნევს რომ ქუთაისში მსგავსი ინვესტორის შემოსვლა მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე ხაზს უსვამს, რომ ქალაქის ირესახის შენარჩუნება აუცილებლობად უნდა მოხდეს.
” სასწორის ერთ მხარეს დევს ინვესტორის ინტერესი და მეორე მხარეს ქალაქის იერსახე. ინვესტიცია მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, მაგრამ საუკთესო გამოსავლი იქნებოდა ქალაქის ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა გამოევლინა “მაკდონალდსთან” და მის ხელმძღვანელობასთან საუბრისას, რომ პროექტი ყოფილიყო შესაბამისობაში იერსახესთან. საქმე გვაქვს უყურადღებობასთან და დედაქალაქიდან წამოსული დირექტივების შესრულებასთან და რა ხალხის ნებასთან,”-განაცხადა გია თევდორაძემ.
ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ბესო ბრეგაძე აცხადებს, რომ დაწყებული მშენებლობის პროექტის შეცვლა უკვე შეუძლებელია და ეს მშენებლობა ქუთაისისთვის პრეცენდენტული უნდა იყოს, რადგან მ ომავალში არ მოხდეს მსგავსი მშენებლობები ცენტრში.
“მაკდონალდსის” ტიპის მშენებლობა ცენტრში დაუშვებელია, მაგრამ ახლა შეწინააღმდეგება დაგვიანებულია, როოგრც ბევრი ქმედება. თვითმმართველობას არ ყავს არქიტექტორი. არ შემოწმდა მიწისქვეშ რა იყო, ისე გადაიყარა მიწა, რა ისტორია იყო, ვერ გავიგეთ. გაუგებარია, პროექტის მიხედვით რა ხდება, ფასადი ყოველდღე იცვლება. ამიტომ თავიდანვე უნდა შევისწავლოთ ყველა პროექტი, რადგან შეიძლება ნებისმიერ ხელისუფლებას ამ ობიექტის აღება მოუწიოს, წარმოუდგენელია ქუთაისისთვის ამ ტიპის დაწესებულებების ცენტრში ჩადგმა,”- განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.