“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის ადგილობრივ
თვითმმართველობას ადგილობრივი მოსაკრებლის განახევრებას ან თავდაპირველ ნიშნულზე და დაბრუნებას ურჩევს. ამით ისინი ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების აქციას გამოეხმაურნენ. “ჩვენ ვფიქრობდით, რომ მერია დამჯდარიყო ამ ადამიანებთან ერთად და გამოსავალი მოეძებნა. თუცა დღევანდელი ქალაქი მერი საერთოდ არ წუხდება ამ პრობლემებით და საერთოდ წასულია ქალაქიდან მივლინებაში, როგორც ვიცი. ვთვლით, რომ ტრანსპორტი ზოგადად არ უნდა გაძვირდეს. აღვნიშნავთ იმას, რომ ტრანსპორტის სფეროში დანახარჯები იზრდება და ამ ფასების ცვლილების კომპენსირება შეუძლია თვითმმართველობამ საკუთარ თავზე აიღოს. უფრო სწორად, იგივე პრემიების ხარჯზე რომელსაც ისინი წლიდან წლამდე ირიგებენ და მასზე უარის თქმით და თუნდაც ბენეფიციართა მომსახურეობის საფასურის გაზრდით და ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს იმისთვის, რიმ ფასები დარეგულირდეს”, – განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.