“ევროპული საქართველოს” წევრებმა ქუთასში
გაფიცულ მძღოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს. გია თევდორაძის თქმით, ის რაც ახლა ხდება არაგონივრული ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია. “არაგონივრულმა პოლიტიკამ, რომელიც გამოხატული იყო საწვავის აქციზის ფასის ზრდით, გამოიწვია საწვავის ფასის ზრდა მთელს ქვეყანაში. ახლა ძალიან მაინტერესებს, ვის ჯიბეში მიდის ის 1 ლარი, რასაც ოპოზიცია გვიკიჟინებდა. მაშინ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იყო სადღაც 150 დოლარი, დღეს არის 55 დოლარი, მაგრამ დღეს გაცილებით ძვირი ღირს საწვავი ვიდრე ღირდა”, – განცხადა გია თევდორაძემ.
გია თევდორაძის თქმით, გამოსავალი ადგილობრივი მოსაკრებლის შემცირებაშია. “ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალია ვფიქრობთ, ადგილობრივი მოსაკრებლის შემცირება, რომელიც მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ასევე საწვავის აქციზზე ფასის მატება უნდა გაუქმდეს და ძველ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს საწვავის აქციზის ფასი”,- განაცხადა გია თევდორაძემ.
აქციაზე მისულ “ევროპული საქართველოს წევრებს” და აქციის მონაწილეთა ნაწილს შორს შელაპარაკება მოხდა. მძღოლები დაინტერესდნენ, რატომ არ მოხდა ფასის მატება მაშინ, როდესაც ქალაქი მერი გია თევდორაძე იყო. “ევროპული საქართველოს” წევრი ამბობს, რომ ამ თემაზე მაშინ საუბარი არ ყოფილა და როდესაც მერი იყო ქალაქს სხვა ეკონომიკა ჰქონდა. “აქციაზე ვიღაცები იყვნენ, რომლებიც თავიანთ პოზიციას საკმაოდ ემოციურად გამოხატავენ. იყო ისეთი ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა რომ მაშინ, როდესაც მერი ვიყავი რატომ არ გავზარდე მგზავრობის ფასი. მე ამაყად ვიტყვი, რომ მაშინ ამ თემაზე არც ყოფილა საუბარი იმიტომ, რომ მაშინ სხვა ეკონომიკა ჰქონდა ქალაქს. მეტი იყო დატვირთვა ტრანსპორტზე და მძღოლების მხრიდან კატეგორიული მოთხოვნა არ ყოფილა და რომც ყოფილიყო მგზავრობის ტარიფს არავითარ შემთხვევაში არ გავზრდიდი. ამ თემაზე ვსაუბრობდით. სხვა ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა გია თევდორაძემ.