დღეს პარტია “თავისუფალი საქართველო”-ს საპარლამენტო მდივანმა როინ ხიჯაკაძემ
, პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში ბრიფინგი გამართა. სადაც განაცხადა, რომ მთავრობა საზოგადოებისთვის საზიანო მოქმედებებს ჩადის.
“ჩვენ ვგულისხმობთ მთავრობის დაგეგმილ ღონისძიებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპულ სასამართლოში მოწმედ არის უჩა ნანუაშვილი გამოძახებული, რაც მან ერთგვარად გააპროტესტა და ამით იგი ცდილობს მთავრობის განზრახვა გადაფაროს ევრო სასამართლოში პროცესის წაგებისა და ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისა და დამალოს კვალი ამაში მთავრობის,”- განაცხადა როინ ხიჯაკაძემ.
ხიჯაკაძის განმარტებით აღნიშნული ფაქტი გიგა ბოკერიას ბიძინა ივანიშვილის შეთანხმებას წარმოადგენს.