ფრაქცია” ნაციონალური მოძრაობა”
ქუთაისის საკრებულოში გაუქმებულია. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაუჭირეს. “ფრაქცია რამდენიმე კვირაა დაშლილია იმიტომ, რომ 2-მა წევრმა, მათ შორის ფრაქციის თავმჯდომარემ და მეორე წევრმა დატოვეს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. შინაარსობრივად ეს ფრაქცია არ იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მე და ბესო ბრეგაძემ გადავწყვიტეთ, რომ ფრაქციის გარე ვიმუშაოთ”, – განაცხადა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გია უკლებამ.
შეგახსენებთ, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” 4 წევრისაგან შედგებოდა. საკრებულოში ფაქციის დაშლის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წევრთა ნაწილი გამოეყო და “ევროპულ საქართველოს” შეუერთდა.