საკრებულოს დეპუტატმა დავით წიტაიშვილმა
სხდომაზე მის კოლეგას ლაშა გვენეტაძეს სოლიდარობა გამოუცხადა და სხდომაზე გვენეტაძის ადგილი დაიკავა.
“ჩვენი კოლეგა ლაშა გვენეტაძე უსამართლოდაა იქ, სადაც არის. მე დღეს მინდა სოლიდარობა გამოვხატო ამ ძალიან კარგი ქართველის, ძალიან კარგი შვილისა და მამის მიმართ, პრინციპული და სამართლიანი კოლეგის მიმართ და არ იქნება პროცედურული დარღვევა დავიკავო მისი ადგილი. დღეს მე ლაშა გვენეტაძე ვარ”, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა დავით წიტაიშვილმა. კოლეგები მის ამ ჟესტს აპლოდისმენტებით შეხვდნენ. შეგახსენებთ, “ქართული-ოცნება მრეწველების” თავმჯდომარე ლაშა გვენეტაძს ბრალი ცემის ფაქტზე აქვს წაყენებული.