ქუთაისის საკრებულოში ახალი
ფრაქცია “სამართლიანობა” დარეგისტრირდა. ფრაქციის შემადგენლობაში არიან რობინზონ წინწკალაძე, გელა გაბადაძე, კახა დვალიშვილი. ლელა ქელბაქიანი ფრაქციას “ქართული ოცნება-მრეწველების” ფრაქციას შეუერთდა. ამ ფრაქციას ვიქტორ დოლიძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია “ქართული ოცნება მრეწველების” შემადგენლობაში არიან: ლელა ქელბაქიანი, ვიქტორ დოლიძე, ბექა ყანჩელი და ლაშა გვენეტაძე. “ფრაქცია “სამართლიანობაში გაერთიანების სურვილი გამოთქვა რობინზონ წინწკალაძემ. ქალბატონი ლელა უფრო შინაარსობრივად ახლოს არის ჩვენს ფრაქციასთან. რაგანაც ქართული ოცნების წარმომადგნელები ვართ და “ქართული ოცნების” ქვოტით ვიყავით გასულები, ამიტომ დაემატა ქალბატონი ლელა ჩვენს ფრაქციაში. ასევე ობიექტური მიზეზების გამო ჩვენს ფრაქციას ვიქტორ დოლიძე უხელმძღანელებს”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” წევრმა ბექა ყანჩელმა.
“ქართული-ოცნება მრეწველების” თავმჯდომარე ლაშა გვენეტაძს ბრალი ცემის ფაქტზე აქვს წაყენებული. ლაშა გვენეტაძის, მისი ძმისა და მეგობრის საქმე სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს.