ლეიბორისტულ პარტიას საბანკო

ანგარიშები დაუყადაღეს. პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. პარტია დახმარებისთვის საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. “ამჟამად მევახშე, ფინანსთა მინისტრის მეშვეობით დააყადაღა პარტიის ანგარიშები, რათა მოახდინოს მისი მუშაობის ბრძოლის პარალიზება და გაუადვილდეთ იმ შავბნელი საქმიანობის კრიმინალური ქმედებების განხორციელება, რომელსაც ისინი ახორციელებს ქვეყანაში. ჩვენ მივმართავთ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, პირველი “მიმართონ დღევანდელ კრიმინალურ მმართველ ძალას, დაუყოვნებლივ ყადაღა მოხსნან პარტიის ანგარიშს. ასევე მიმართონ საკუთარი ქვეყნის მთავრობებს, რათა დააყადაღონ იმ ქვეყნებში ივანიშვილის ანგარიშები, რომლებიც შევსებულია მილიარდებით და რომლებიც ნაშოვნი აქვს მას კრიმინალური გზით”, – განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *