დეპუტატი მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტმა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. დეპუტატებმა ერთად უყარეს კენჭი ორ საკითხს- კობახიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას და მოსამართლედ დანიშნვას. 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო საკითხის წინააღმდეგ 10 დეპუტატი წავიდა.
“ვულოცავთ ქალბატონ მანანას სასამართლოს წევრად არჩევას და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას ამ საპატიო თანამდებობაზე”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.