კიევის სააპელაციო სასამართლომ
გია ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადებას დამსწრეთა პროტესტი მოჰყვა. განაჩენს დარბაზში ცერცვაძის მეუღლე და თანამებრძოლები ელოდებოდნენ.
როგორც ვიცე-პოლკოვნიკის ადვოკატმა “რუსთავი2”- თან ინტერვიუში განაცხადა, პატიმრობაში გია ცერცვაძის დარჩენა მის ჯანმრთელობასა და პერსპექტივაზე ცუდად მოქმედებს. ცერცვაძის წინასწარ პატიმრობაში დარცენა სასამართლომ იმ მოტივით ახსნა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია პირველმა ინსტანციამ სააპელაციო სასამარტლოში დროულად ვერ გადააგზავნა. “თუმცა, მასალების გადმოცემის დაგვიანება ნიშნავს იმას, რომ გია პატიმრობაში რჩება. სამწუხაროდ, ეს მის ჯანმრთელობასა და მის პერსპექტივაზე ცუდად მოქმედებს, რადგან ამ დროის განმავლობაში ის არ იქნება თავისი ოჯახის წევრებთან ერთად და ვერც საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებს. მე საქმის მასალების პირველი ინსტანციის სასამართლოდან გადმოცემის დაჩქარებაზე ვიზრუნებ”, – განაცხადა “რუსთავი 2”-თან საუბარში ადვოკატმა ქსენია პროკონოვამ.
ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის პროცესი 3 თებერვლამდე გადაიდო.