2006-2015 წლებში ქუთაისში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გასხვისების
კანონიერების შესწავლის მიზნით შექმნილმა საკრებულოს დროებითმა სამუშაო ჯგუფმა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინა. კომისიის თავმჯდომარის გია ქობალიანის გაცხადებით ქალაქის გარკვეული ტერიტორიები არამიზნობრივად იყო გასხვისბული.
“ვერავინ ვერ დამაბრალებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ვემხრობი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჭკვიანი ხალხნი იყვნენ და კანონს არ უხვევდნენ, ისინი მიიღებდნენ კანონს დაამტკიცებდნენ და ისე მოქმედებდნენ. კანონი კარგი იყო თუ ცუდი ეს სხვა საკითხია, ახლა საკითხავი ის არის უნდა გასხვისებულიყო თუ არა. ჩვენ ვთქვით რომ არ უნდა გასხვისებულიყო, რადგან ამ ტერიტორიებს ჰქონდა ფასეულობა ქუთაისისთვის, როგორც ისტორიული ასევე ტრადიციული. ვთვლი, რომ ტერიოტორიების გასხვისება არამიზნობრივად მოხდა. მე არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ობიექტების ნაწილი გასხვისდა ჩვენს დროს, მაგალითად კიბეებისათვის გასხვისდა უამრავი ტროტუარი. კიბე შეიძლება იყოს 5კვ,მ, მაგრამ 18 უკვე აღარაა კიბე. ჩვენ დავდეთ ანგარიში, შეისწავლის საკრებულო და გადაწყდება, მიმართავენ თუ არა პროკურატურას”-განაცხადა გია ქობალიანმა.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ქათამაძე გია ქობალიანის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს აპროტესტებს და განარტავს, რომ ჯგუფს არაფერი არ გაუკეთებია და წარმოდგენილი ანგარიში სტატისტიკა იყო.
“გია ქობალიანმა ლექცია წაიკითხა მეტი არაფერი, მე თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ ჯგუფის მუშაობის შესახებ და მათ დასკვნებზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მართალი ვიყავი, რადგან ჯგუფს არაფერი არ გაუკეთებია. ეს იყო სტატისტიკა, რომელის გაკეთება ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლო,”-განაცხადა ნატო ქათამაძემ.