გია ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
უშინ, გვიან საღამოს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ უკრაინა თავისიანებს არ ღალატობს, მათ შორის – თუკი ისინი თავისი ქართველები არიან. პატიმრობიდან გათავისუფლებულ ვიცე პოლკოვნიკს წინასწარი დაკავების იზოლატორთან შეკრებილი თანამებრძოლები ოვაციით შეხვდნენ.
ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 15 იანვარს უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.
ვიცე პოლკოვნიკის ადვოკატმა განაცხადა, რომ გია ცერცვაძის გათავისუფლების პარალელურად, მეორე ეტაპია გასავლელი, რომ ის რუსეთს არ გადასცენ.