ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის
ფუნქციის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით და “პატრიოტთა ალიანისის” დეპუტატის ადა მარშანიას განცხადებაზე ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატებს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას პროფესორი ბესო მიქელთაძე სთხოვს. იგი დეპუტატებს საკუთარი სოციალური ქსელიდან მიმართავს: “როგორც რიგითი ქუთაისელი, ღია წერილით მივმართავ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მათ ვისაც ღიად უჭერდი მხარს ეხლახანს საპარლამენტო არჩვენებზე, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატებს: ბატონებს, კობა ნარჩემაშვილს, დიმიტრი მხეიძეს, გენადი მარგველაშვილს, ასევე ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის უკლებლივ ყველა დეპუტატს. ბატონებო, უმორჩილესად გთხოვთ, უკებლივ ყველამ საჯაროდ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი, თარხან მოურავის პატრიოტთა ალიანსის ავანტიურისტ დეპუტატის ქალბატონ ადა მარშანიას სამარცხვინო განცხადებაზე, ქუთაისზე როგორც ქალაქზე , საპარლამენტო დედაქალაქის ფუნქციის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებ, თქვენი საჯარო პოზიცია ჩვენი ქალაქის სიყვარულია”,-წერს შერმადინ-ბესო მიქელთაძე.