აქციის ორგანიზატორი იყო საინიციატივო ჯგუფი “ქუთაისის მომავლისთვის”.
აქციის მონაწილეების განმარტებით ქალაქის ცენტრი ქუთაისის სავიზიტო ბარიათია და უნდა მოხდეს მისი პირვანდელი სახის შენარჩუნება.
“თანამედროვე ეთნოგრაფიული მუზეუმი ტურისტებისთვის ქუთაისის სავიზიტო ბარათი გახდება, დღევანდელ ეთნოგრაგრაფიულ მუზეუმში მხოლოდ ხუთი პროცენტია გამოფენილი იმ ზღვა ისტორიული მასალების, რაც გამოფენას ექვემდებარება, ვითხოთ ამ ადგილზე აშენდეს ისეთი მუზეუმი, სადაც ყველა მასალები გამოიფინება,”- განაცხადა პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ.
აქციის მონაწილეებმა “მაკდონალდსის” მაკეტზე, ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის ფოტო გააკრეს.