“ნაციონალური მოძრაობა” დღეს ყრილობას მართავს.
დაგეგმილ ყრილობას ქუთაისიდან 400-მდე დელეგატი დაესწრება. “ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე ყრილობა დღეს, 14:00 საათზე თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართება. როგორც ცნობილია, ყრილობის ძირითადი ნაწილი დაეთმობა პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას.
ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭო დაკომპლექტდება და მას ორი თავმჯდომარე ეყოლება. აღნიშნულ პოსტებზე ნიკა მელიასა და ზაზა ბიბილაშვილს აირჩევენ.
“ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს უკრაინიდან პირდაპირი ჩართვით მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს. ამის შესახებ გუშინ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური გამოსვლების გარდა, დაგეგმილია პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ჩართვა.