გაფიცული მძღოლები ჩინური კომპანიისგან პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
და აცხადებენ, რომ სამუშაოს იმ დრომდე არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
“70-ზე მეტი მძღოლი ვართ გაფიცული. 5 დღეა აქ ვართ და დახმარებას ვითხოვთ. საწვავის ფასის მომატების გამო ხარჯებს ვერ ავუდივართ. ყველაფერი გაძვირდა, ბანკის ვალებით გვაქვს შეძენილი მანქანები და ვითხოვთ მოგვაქციონ ყურადღება. ჩვენს ქვეყანაში ჩინელები ბატონობენ! შევხვდით ადმინისტრაციას, თუმცა ჩვენს მოთხოვნებს არ ასრულებენ, ამიტომ ვითხოვთ ხელისუფლებისგან დახმარებას”, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა მძოლმა.