გაფიცული მძღოლები ჩინური კომპანიისგან პირობების
გაუმჯობესებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სამუშაოს იმ დრომდე არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
“70-ზე მეტი მძღოლი ვართ გაფიცული. 5 დღეა აქ ვართ და დახმარებას ვითხოვთ. საწვავის ფასის მომატების გამო, ხარჯებს ვერ აუდივართ. ყველაფრი გაძვირდა, ბანკის ვალებით გვაქვს შეძენილი მანქანები და ვითხოვთ მოგვაქციონ ყურადღება. ჩვენს ქვეყანაში ჩინელები გვბატონობენ. შევხვდით ადმინისტრაციას, თუმცა ჩვენს მოთხოვნებს არ ასრულებენ, ამიტომ ვითხოვთ ხელისუფლებისგან დახმარებას,” – აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული ირაკლი კირთაძე.
სამუშაოებს კომპანია “სინო-ჰიდრო” ანხორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ უმოკლეს ვადებში იქნება მუშების პრობლემები გათვალისწინებული.
“შესაძლებელია, რომ ამ მუშების მოთხოვნები უმოკლეს ვადებში იქნას გათვალისწინებული, ამ ეტაპზე სამუშაოები შეფერხებულია. მუშების მოთხოვნების გათვალისწინება დაახლოებით ხუთი სამუშაო დღე უნდა,”-განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მათე კალანდაძემ.
ადგილზე იმყოფებოდა პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. წულაიამ ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.