ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მაკა აბულაძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა
. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა თამარ სვანიძემ, ირინა პერანიძემ და სიმონ ჩხაიძემ არ დააკმაყოფილეს ააიპ ბაგა-ბაღებისგაერთიანები საჩივარი და ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო მოსიძემ, მთლიანად დაკმაყოფილდა მაკა აბულაძის წარმომადგენლის რობიზონ ხურცილავას სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის ბრძანება მაკა აბულაძის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე.
“სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რისთვისაც მე მათ დიდ მადლობას ვუხდი. ეს იყო წარმოუდგენელი შეგრძნება და დიდი სიხარული, როდესაც შენს სიმართლეს დაამტკიცებ. მე ველოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ მართლაი ვიყავი,”-განაცხადა მაკა აბულაძემ.
რადიო” ძველი ქალაქი” ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტს რამაზ იობიძეს დაუკავშირდა, რომელიც განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრო.
რამაზ იობიძემ რადიო “ძველ ქალაქთან” განაცხადა, რომ დავა უზენაესს სასამართლოში გაგრძელდება.