დაიშლება თუ არა ფრაქცია
“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის საკრებულოში, ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ აქვს ამირან ძოწენიძეს, რომელმაც პარტია სხვა თანაგუნდელებთან ერთად დატოვა.
“ჯერჯერობით ამ კითვაზე ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია. დიდი ალბათობით დღეს შევხვდებით ერთმანეთს და მოვილაპარაკებთ. მე პირადად არ ვარ განწყობილი იმისათვის, რომ ფრაქცია დაიშალოს”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” სატელეფონო საუბრისას ამირან ძოწენიძემ.
ფრაქცია რომ შენარჩუნდეს ამისთვის მინიმუმ სამი დეპუტატი უნდა შედიოდეს მასში. ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობაში” ქუთაისის საკრებულოში 4 წევრი იყო: გია უკლება, ბესიკ ბრეგაძე, ამირან ძოწენიძე და დავით გოგისვანიძე. აქედან 2-მა ამირან ძოწენიძემ და დავით გოგისვანიძემ პარტია დატოვა.