როგორც ცნობილია, “ნაციონალური მოძრაობა”
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა დატოვა. შესაბამისად გაჩნდა კითხვა, დაიშლება თუ არა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა”? საკრებულოს დეპუტატი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” ბესიკ ბრეგაძე გვპაუხობს: “ჩვენი თანაგუნდელების, თანაპარტიელების, რომლებიც პარტიიდან წავიდნენ, გადასაწყვეტია შენარჩუნდება თუ არა ფრაქცია. ჩვენი ინიციატივით, ანუ “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილი დპუტატების ინიციატივით ფრაქცია არ დაიშლება. ჩვენ გვექნება შეხვედრა. გავესაუბრებით ერთმანეთს ცივილურად, როგორც წესი და რიგია და ამის შემდეგ შემიძლია გითხრათ რა იქნება,” – განაცახდა ბესიკ ბრეგაძემ.
ფრაქცია რომ შენარჩუნდეს ამისთვის მინიმუმ სამი დეპუტატი უნდა შედიოდეს მასში. ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობაში” ქუთაისის საკრებულოში 4 წევრი იყო. აქედან 2-მა პარტია დატოვა. იმ შემთხვევაში, თუ ფრაქციის შენარჩუნება ვერ მოხდება დეპუტატები: ბესიკ ბრეგაძე და გია უკლება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგნლები იქნებიან.