20 იანვარს დაგეგმილ “ნაციონალური მოძრაობის”
ყრილობაში მონაწილეობას დელეგატები ქუთაისიდანაც მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ყრილობაში მონაწილეობის წინააღმდეგია ქუთაისის ორგანიზაციის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია თევდორაძე, ასევე საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე, დელეგატთა შესარცევად კონფერენცია მაინც ჩატარდა. კონფერენციას პარტიის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ვალერი კლდიაშვილი და საკრებულოს დეპუტატები გია უკლება და ბესო ბრეგაძე უძღვებოდნენ. კონფერენციაში 417 -მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და 20 იანვრის ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად 297 დელეგატი შეირჩა.